ვახტანგ გომელაური: ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს

ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს, – ამის შესახებ გომელაურმა ნდობის ჯგუფში გამართული მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უსაფრთოხები სამსახურს სამალავების შესახებ ინფორმაცია FBI-ისგან აქვს.
“ინფორმაციები რაც გვქონდა, ამომწურავად გავაცანით ნდობის ჯგუფს. გავეცი პასუხები იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში – როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს ყველაფერი ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი.

დადასტურებული გვაქვს ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიძიეს და მიიტანეს სახლში. ტყეშია ნაპოვნი, ერთ-ერთი სამალავიდანაა ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზებს, რათა მანაც დაადასტუროს, რომ ნამდვილად ამ სამალავიდან არის ამოღებული ეს იარაღები“, – განაცხადა გომელაურმადა დასძინა, რომ სამალავების შესახებ ინფორმაცია FBI-სგან აქვთ. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები