ადვოკატი: ბრალდებული ამბობს, რომ დავით სარალიძეს დანა ერთხელ მოუქნია

არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ მან დავით სარალიძეს დანა მხოლოდ ერთხელ მოუქნია, – ამის შესახებ “აიპრესთან” არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

“აღნიშნული პიროვნება ამბობს, რომ ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც ერთხელ მოიქნია. დანარჩენი ჭრილობის მიყენებას არ ადასტურებს ეს ადამიანი. იყო ჩხუბი, მიმდინარეობა ცემა და ამ დროს მოვიქნიე დანაო. დანარჩენი ჭრილობების შესახებ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

მისი მონაყოლიდან დგინდება, რომ მას არ მიუყენებია სარალიძისთვის 14 ჭრილობა, სავარაუდოდ, სხვა ადამიანზეა საუბარი. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ბრადებულის ჩვენების მიხედვით, მას არ მიუყენებია ეს დაზიანებები. აქ ძალინ მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა. შეიძლება ექსპერტიზამ თქვას, რომ ერთმა ადამიანმა მიაყენა, შეიძლება თქვას, რომ სხვადასხვა დანით არის მიყენებული ჭრილობები, შეიძლება თქვას ორმა ადამიანმა მიაყენა ჭრილობა… აქ ძალიან ბევრი დეტალია, ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის არ არის მიზანი ბრალდებული დაუსხლტეს მართლმსაჯულებას, პირიქით, თვითმიზანია დადგინდეს ჭეშმარიტება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, დაზარალებულის ოჯახმა უნდა იცოდეს სიმართლე, ვინ რა დაზიანება მიაყენა. რატომ უნდა იფიქროს საზოგადოებამ ან ვინმემ, რომ დაზიანება მიაყენა ერთმა ადამიანმა თუ ასე არ არის?! დაველოდოთ გამოძებას. ვნახოთ რა დამტკიცდება.

ვინაიდან მას შევხვდი მცირე ხნით გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, ყველა თემაზე ამომწურავად არ გვისაუბრია, რამდენიმე დღეში შევხვდები და ყველა თემას დეტალურად გამოვკითხავ. მე კითხვები დავუსვი ფაქტთან დაკავშირებით, რაც ახსოვდა და დაინახა.
აცხადებეს, რომ ჩხუბი იყო და მცემდაო, ამ დროს მოხდა ეს ყველაფერიო.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მე-11 კლასის მოსწავლეების მკვლელობისთვის ორივე ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
წყარო: აიპრესი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები