სოფიო ქაცარავა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა კომიტეტის წევრებთან ერთად, ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. შეხვედრისას, ასევე, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის „გაეროს მდგრადი განვითარების გეგმები 2030″, „ღია მმართველობა” , გენდერული კვოტირება და საქართველოში განხორციელებული რეფორმები.

სოფიო ქაცარავამ ინდონეზიის დელეგაციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და ამ კუთხით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.

შეხვედრაზე ინდონეზიის დელეგაციის წევრებმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების და საინვესტიციო გარემოს მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. ამ კუთხით, სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში გააქტიურდეს ორმხრივი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით.

„დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან სადაც განვიხლეთ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. აღსანიშნავია, რომ მათი მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, იკვეთება რიგი სფეროები, სადაც შესაძლებელია სავაჭრო-ეკონომიკური და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები