51-ე სკოლასთან გამართულ აქციაზე სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

თბილისის #51-ე საჯარო სკოლასთან მდუმარე აქცია “ნუ მომკლავ” უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

მოქალაქეები  სკოლის შესასვლელთან იკრიბებიან და გარდაცვლილთა სხოვნის პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

რიგითი მოქალაქეების პარალელურად სკოლასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები