შს მინისტრის მოადგილე:პირველ ეტაპზე აუცილებელია გადაიხედოს მანდატურის სამსახურის ეფექტურობა

პირველ ეტაპზე აუცილებელია გადაიხედოს მანდატურის სამსახურის ეფექტურობა,-აღნიშნული განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა უწყობაში გამართული  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მომავალ შეხვედრაზე სხვადასხვა უწყებები თავიანთ ხედვას წარმოადგენდნენ, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებითაც.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ასევე საზოგადოებისა და მოზარდების უსაფრთხოების ზომების გაზრდის მიზნით მაქსიმალურად მოხდება კოორდინაცია მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის, ხოლო უსაფრთხოების მონიტორინგში მონაწილეობას საპატრულო პოლიცია მიიღებს.

„შევისწავლით მანდატურის სამსახურის ეფექტურობას და ვიფიქრებთ, თუ როგორ გავაძლიეროთ აღნიშნული სამსახური. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყებები საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ. საკანონმდებლო მიმართულებითაც ვიმუშავებთ აღნიშნულთან დაკავშირებით. მაქსიმალური კოორდინაცია იქნება მანდატურის სამსახურსა და პოლიციას შორის. ასევე, უსაფრთხოების მონიტორინგში მონაწილეობას მიიღებს საპატრულო პოლიცია“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე განცხადებით, გრძელვადიან გეგმაში გაწერილია, რომ აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ფსიქოლოგებმა.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, განათლების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები