სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასა და სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს, დასრულდა.

მას შემდეგ, რაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი თანატოლებმა მოკლეს, დღის წესრიგში დადგა სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი.

სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.

გადაწყდა, რომ სკოლების უსაფრთხოების მინიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, გაიზრდება მანდატურთა როლიც. პოლიტიკოსები ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შეხვედრას, პროკურატურის, განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს.

პოლიციას ჩაბარდა მეორე მოზარდი, რომელიც მოსწავლეების მკვლელობის საქმეშია ბრალდებული და მანამდე იმალებოდა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

  1. მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. დღეს, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები