მოზარდების მკვლელობის გამო შესაძლოა სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლონ

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

გიგაურის თქმით, განათლების სამინისტრო გამოძიების დასრულებას ელოდება და ბოლო ინფორმაციის შემდეგ მიიღებენ სამინისტროში გადაწყვეტილებას.

“ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას და როდესაც გვექნება სრული ინფორმაცია თუ რა მოხდა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ჩვენ დირექტორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ამ კონკრეტულ და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებითაც გვაქვს კომუნიკაცია” განაცხადა ლია გიგაურმა კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

პოლიციას ჩაბარდა მეორე მოზარდი, რომელიც მოსწავლეების მკვლელობის საქმეშია ბრალდებული და მანამდე იმალებოდა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. დღეს, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები