თელავში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა – დაშავებულია მამაკაცი

თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აალდა.
შემთხვევის დროს მანქანის მძღოლი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აალება გაზის გაუმართავმა მოწყობილობამ გამოიწვია. თავდაპირველად დაშავებული თელავის რეფერალურ საავდმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები