51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დაკითხვაზე გამოცხადდა

ამ წუთებში, 51-ე სკოლის დირექტორის დაკითხვა მიმდინარეობს.
მანანა თურქაძემ დაკითხვამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხების გაცემას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედიის დღეს პირველ დეკემბერს, მანანა თურქაძე სამსახურში არ იმყოფებოდა და ბათუმში გაემგზავრა. მის მოვალეობას კი, მისი მოადგილე თინათინ ყენია ასრულებდა.
ცნობისათვის, რამდენიმე საათის წინ პოლიციას ჩაბარდა ძებნილი არასრულწლოვანიც.
ამ დროისათვის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე არასრულწლოვან ბრალდებულს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კიდევ სამ სრულწლოვანს კი, გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მისივე შვილებისაგან შეიტყო ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ, თუმცა, პოლიციას არ შეატყობინა და ერთ-ერთ ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარა.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები