შს მინისტრი: დანაშაულში მონაწილე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებულია

„დანაშაულში მონაწილე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებულია“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, თუმცა, საქმესთნ დაკავშირებული დეტალების დაკონკრეტებისგან, თავი შეიკავა.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს,
საქმესთან დაკავშირებით განცხადება, ასევე, გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ.
მისი განცხადებით, დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, თუმცა, იგი არ გამორიცხავს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დაკითხულ პირთა სტატუსები შეიცვალოს.
პროკურატურაშიც აღნიშნავენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზე აღარ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები