გიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალების შემსრულებლად დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ირაკლი ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„პატივცემულო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი დროის დიდი ნაწილი დავუთმო განათლების სფეროს, რომლის მნიშვნელობაზე საუბრითაც თავს არ შეგაწყენთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭომ, დღეს, ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალების შემსრულებლად ამირჩია.
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე თავს შევიკავებ გეგმებზე ვრცლად საუბრისგან.
ილიაუნის გუნდთან ერთად, გვაქვს ამბიცია და ხედვა, სულ რამდენიმე წელიწადში, როგორ ვაქციოთ ბიზნესის სკოლა საუკეთესოდ როგორც ქვეყანის, ისე რეგიონის მასშტაბით.
აქვე მინდა ბიზნესის სკოლის სახელით, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო პატარაიას, რომლის ხელმძღვანელობითაც სკოლამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. ნინო რჩება გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად და საქმიანობას კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელად გააგრძელებს.
დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ამ მნიშვნელოვან საქმეში“ – წერს ირაკლი ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები