ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე აღარავინ იძებნება

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე აღარავინ იძებნება.
როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვითარება საათობრივად იცვლება და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე ასზე მეტი პირია დაკითხული და არ არის გამორიცხული, რომ საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ პირებს სტატუსი შეეცვალოთ“, – აღნიშნა გოგაძემ.
მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი, გამოძიებას ჩაბარდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ლ.დ.-ს მკვლელობაში ბრალდებულს, არასრულწლოვან გ.ბ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე არასრულწლოვანს – გ.ჯ.-ს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები