5 დეკემბერს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი – მორთე“  აგრძელებს.  სამინისტრომ კამპანია გასულ წელს დაიწყო, რომელსაც 10-მდე კერძო კომპანიის წარმომადგენლები შემოუერთდნენ.

გარემოს დაცვის სამინისტრო, წელსაც,  კამპანიში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს  მოხალისეებს, კერძო კომპანიებისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს,  ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც  წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, ნაძვის ხეებს თავად მორთავენ.  კამპანია მასშტაბური ხასიათისაა და  ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაარსებული მოხალისეთა საერთაშორისო დღე (IVD) 5 დეკემბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ეს დღე არის მოხალისეთა და მოხალისე ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობა, აიმაღლონ ცნობადობა და გაიაზრონ გარემოსდაცვით ღონისძიებებში  მონაწილეობის აუცილებლობა. ეს დღე, ასევე, განიხილება მოხალისეებისთვის და ორგანიზაციებისთვის უნიკალურ შანსად, პოპულარიზაცია გაუწიონ თავიანთ საქმიანობას, გაუზიარონ შეტანილი წვლილი საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციებსა და კერძო სექტორებს – ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეს ტენდენცია საქართველოშიც დაინერგა. აქტიურად მიმდინარეობს კამპანია „ნუ მოჭრი-მორთე“, რომელსაც ურთდებიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები