მიმალვაში მყოფი არასრულწლოვანი, შესაძლოა, სამართალდამცველებს ჩაბარდეს

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ირწმუნება, რომ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია, საგამოძიებო უწყებას უახლოეს პერიოდში ჩაბარდება.
“2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულის, ძებნაში მყოფი გ.ჯ-ს ოჯახი აპირებს, რომ უახლოეს წუთებში უზრუნველყოს ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება. მე მათ, როგორც ადვოკატმა, გავუწიე შესაბამისი კონსულტაცია. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბრალდებულის ოჯახის მხრიდან”, – აცხადებს ადვოკატი.
თბილისის პროკურატურამ, თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე, ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ და გ.ჯ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები