მთავრობამ დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანების კანონპროექტი უკან გაითხოვა

კანონპროექტი, რომელიც დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებას ითვალისწინებდა, მთავრობამ უკან გაითხოვა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის გარდა, მთავრობის ადმინისტრაციამ კიდევ 11 პროექტი უკან გაიწვია.
”გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტებისა. მთლიანობაში პაკეტში შედიოდა 112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთ-ერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს. საუბარია იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი პაკეტის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გააკეთა.
“მიმდინარეობდა კონსულტაციები, როგორც მთავრობის შიგნით, ისე პარლამენტთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოვითხოვოთ კანონები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უსართხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. ეს ორი უწყება აღარ გაერთიანდება”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები