საქართველო-მოლდავეთს შორის კონვენცია გაფორმდა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მოლდავეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ანდრეი გალბურმა კონვენციას ხელი მოაწერეს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონვენცია “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის” აღკვეთას შეეხება, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონვენციის მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.
შეთანხმების ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო ვარიანტს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები