სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, თბილისის მე-8 საჯარო სკოლას ესტუმრა

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომელიც დღეს  გაიხსნა, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თბილისის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფო კილაძემ  საქართველოს  კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე  ისაუბრა, ასევე,  ბავშვის უფლებათა გაძლიერების კუთხით, კომიტეტის ხედვა და დაგეგმილი რეფორმები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ  მოსწავლეებს  ბავშვის უფლებათა კოდექსზე გაამახვილა ყურადღება.  სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის კოდექსმა უნდა შექმნას თითოეული ბავშვის დაცულობისთვის საკანონმდებლო ჩარჩო.

„დღევანდელ შეხვედრაზე ბავშვებმა  ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს, აქტიურად დასვეს კითხვები, მათ შორის, ძალიან აქტუალურ თემებზე.  მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების ჩართულობა საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში და იმ პროცესში, რასაც მათი უფლებების დაცვა ჰქვია. როდესაც მათ ეცოდინებათ თავიანთი უფლებები, ისინი უკეთ დაიცავენ თავიანთ თავსაც  და სხვებსაც”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები