დღეს, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.
გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა.
ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან – პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან – თბილისის საკონცერტო დარბაზამდე.
სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში 5 და 6 დეკემბერს განხორციელდება.
სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს .
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები