მეუფე შიოს არ აქვს ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული თავს ეკლესიას აფარებს

“ვერ გეტყვით, არ მგონია,”- ასე ეხმაურება საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება, თავს ეკლესიას აფარებს.
მისი თქმით, ტრაგედიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, საქართველოს პატრიარქი ძალიან განიცდის.
„ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენგანისთვის ეს არის ტრაგედია. საზარელი სისასტიკე, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები,“ – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები