გორში ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, 60 წელს გადაცილებული ქალის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია, ვინაიდან სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

გარდაცვლილის მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა, ძარცვა ყოფილიყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108 -ე მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები