კახა კალაძე აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს 8 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, 8 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ, რომელსაც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გამართავს.

კახა კალაძის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მზადაა, მშობლებს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამ მიმართულებით დიდი ინტერესი არსებობს. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს მინდა მივმართო, რომ 8 დეკემბერს შეუძლიათ, გელა ჩივიაშვილთან შეხვედრაზე მობრძანდნენ. შეხვედრაზე პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ, რომლებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა კახა კალაძე.

აღნიშნული შეხვედრა 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ცოტნე დადიანის N136-ში, ასოციაცია „ანიკას“ შენობაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები