მერაბ მეტრეველი: ცოცხლად დარჩენილებიდან ყველაზე მეტად სწორედ ის პროკურორის შვილი მეცოდება

სიმართლე გითხრათ, ცოცხლად დარჩენილებიდან ყველაზე მეტად სწორედ ის პროკურორის შვილი მეცოდება -ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვერაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„სიმართლე გითხრათ, ცოცხლად დარჩენილებიდან ყველაზე მეტად სწორედ ის პროკურორის შვილი მეცოდება. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მას უფროსკალსელებთან მოუვიდა კონფლიქტი, იმავე უფროსკლასელებმა საქმის გასარჩევად გაკვეთილების მერე დაიაბრეს. ამან დასახმარებლად ასევე უფროსკლასელ დეიდაშვილს დაურეკა და მისი ეს ქმედება დასრულდა ასეთი ტრაგედიით, თან დაიღუპნენ ბავშვები, რომლებსაც იმ კონფლიქტთან საერთოდ კავშირი არ ქონდათ. როდესაც დეიდაშვილს დასახმარებლად ურეკავდა, წარმოდგენდა, თუ ამ ყველაფერს ასეთი შედეგი მოყვებოდა?! როგორია ამით ცხოვრება?“,- წერს მერაბ მეტრეველი.
პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მირზა სუბელიანმა, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეა, მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა მირზა სუბელიანის განცხადება დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები