ტექნიკურ უნივერსიტეტთან ქვეითთა უსაფრთხოებისთვის პარკირება ტროტუარისგან გაიმიჯნა

მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ავტოპარკინგი ტროტუარისგან გაიმიჯნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ადგილები პირდაპირ ტროტუარზე მდებარეობდა, ტრანსპორტი საფეხმავლო ზონაში მოძრაობდა და ქვეითთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

„დაახლოებით, 150-მეტრიან მონაკვეთზე, ხეებს შორის არ არსებობდა გაზონი, სხვა სახის გამწვანება, ავტობუსების გაჩერება ან ქვეითთა გადასასვლელი. შესაბამისად, პარკირების ცივილურად და დადგენილი წესების დაცვით მოწყობა გადაწყდა. იგი, ერთი მხრივ, ქვეითთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, ავტომფლობელთა ინტერესებს იცავს, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტისთვის მეტი გასაჩერებელი ადგილის გამოყოფას ითხოვენ.

პეკინის ქუჩის N71-თან, დაახლოებით, 40 მანქანის საპარკინგე ადგილი განისაზღვრება. ტროტუარისა და პარკირების გამიჯვნის შემდეგ, ძირითად მონაკვეთზე ქვეითთათვის შვიდი მეტრის, ხოლო ტექნიკური ინივერსიტეტის შენობის გასწვრივ, სამი მეტრის სიგანის ტროტუარი შენარჩუნდა, სადაც ავტომანქანების დგომა და მოძრაობა აკრძალული იქნება. გარდა ამისა, პერიმეტრზე არსებული ხეები ბორდიურებით შემოისაზღვრა, რათა ისინი ავტომანქანებმა გაჩერებისას არ დააზიანონ.

დღეს, შემსრულებელმა კომპანიამ პეკინის ქ. N71-თან ასფალტის საფარის ბოლო ფენა დააგო, რომელმაც მითითებულ ადგილზე სამუშაოების ნაწილი ხარვეზით შეასრულა, რაც მკაცრი მითითების შემდეგ, ოპერატიულად გასწორდა. პეკინის ქ. N71-თან პარკირების ადგილები უახლოეს ხანებში დაიხაზება, რის შემდეგაც, ექსპლუატაციაში შევა“,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები