“ფონდი ნატახტარი” თვითმმართველობებს თანამშრომლობას სთავაზობს

“ფონდი ნატახტარი” თვითმმართველობებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერაში თანამშრომლობას სთავაზობს.
ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნომებრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა. გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდმა ნატახტარმა“ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
უნარები და არ იყვნენ მუდმივად მხოლოდ სტიპენდიის მოლოდინში. ბენეფიციართა დახმარება-გააქტიურების პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანების 18 წლის ასაკამდე გაღებული ხარჯები ფუჭად არ ჩაივლის, ისინი აქტიურ, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან და არ დარჩებიან მუდმივად სტიპენდიის მომლოდინე ბენეფიციარებად“, – აღნიშნავს ასოციაცია “ჩვენი სახლი – საქართველოს” ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი.
ნინო სურმავას თქმით, ბიზნესკომპანია ექვსი წელია ავითარებს სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორებთან ურთიერთობას. დღეს უკვე ერთად უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამასთან, კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმართავს, თუ სხვა მუნიციპალიტეტებში მათ უწევდათ საუბარი მსგავსი პროგრამის არსებობაზე, ზოგიერთ რეგიონეში არსებული პროგრამების მრავალფეროვნება იძლევა შესაძლებლობას, რომ ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდა, როგორც მიზნობრივი ჯგუფი, აისახოს რომელიმე არსებულ პროგრამაში.
“ბიზნესის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთა თანამშრომლობით შესაძლებელია ნებისმიერი რთული პრობლემის მოგვარება, რადგან სამთავრობოს აქვს საკუთარი ბერკეტები, არასამთავრობოებს გამოცდილება, ბიზნესს – რესურსი. ამ შემთხვევაში შეიძლება დაიხარჯოს უფრო მცირე რესურსი და მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი” – მიაჩნია მანანა ომარაშვილს და ფიქრობს, რომ სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების ადვოკატირების კამპანიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები