თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკში ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკში ცეცხლი გაჩნდა. როგორც ცნობილია ცეცხლი გამწოვს გაუჩნდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა.

„ცეცხლი ჯამში, 4-5 კვ/მ ფართობზე გავრცელდა და მისი ლიკვიდირება შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა უმოკლეს დროში შეძლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“,- აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები