პროკურორი: მკვლელობის ბრალდებით ძებნილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორი, იოსებ ხუციშვილი აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
„საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს იმ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, რომ დადგინდეს პირის ადგილსამყოფელი მისი დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები