„შექმნა ოჯახური ისტორია – შეუფასებელია“

„ლიბერთი ბანკმა“ Mastercard -ის ახალი კამპანია წამოიწყო  სახელად – შექმნა ოჯახური ისტორიაშეუფასებელია.

Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შანსი მოიგოს საოჯახო საგზური ირლანდიაში, სადაც “Star Wars: The Last Jedi” იქმნებოდა.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, რომელიც გათამაშების პერიოდში განახორციელებს მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქციას საქართველოში გაცემული Mastercard-ის ბარათით POS ტერმინალებზე და ონლაინ – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

როგორც „ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, კამპანია 4 ეტაპად ჩატარდება. პირველი სამი ეტაპის ბოლოს გამოვლინდება 300 ყველაზე მეტი ტრანზაქციის მქონე გამარჯვებული, რომელიც დასაჩუქრდება Star Wars-ის ბრენდირებული საჩუქრებით. კამპანიის საპრიზო ფონდი ითვალისწინებს სამი სახის ბრენდირებულ საჩუქარს ეტაპების რიგითობის შესაბამისად:

  •        300 ცალი ბრენდირებული მაისური;
  •        300 ცალი ბრენდირებული ზურგჩანთა;
  •        300 ცალი ბრენდირებული ჰუდი;

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებს ექნებათ ერთი და იგივე რაოდენიბის ტრანზაქცია, უპირატესობა მიენიჭება დროში უფრო ადრე განხორციელებულ ტრანზაქციას.

მეოთხე ეტაპის ბოლოს გამოვლინდება კამპანიის მთავარი გამარჯვებული, რომელიც დასაჩუქრდება სამოგზაურო ვაუჩერით ირლანდიაში ოჯახისთვის (მაქსიმუმ 4 ადამიანი) „Star Wars: The Last Jedi“ გადასაღებ მოედანზე ვიზიტის შესაძლებლობით.

სამოგზაურო ვაუჩერი ითვალისწინებს:

  • ავია ბილეთებს თბილისიდან დუბლინამდე, 2 გზა 2018 წლის 25 იანვრიდან 2019 წლის 25 იანვრამდე პერიოდის განმავლობაში, შერჩევით, გარდა: 10 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით და აგვისტოს პერიდში.
  • აეროპორტიდან/აეროპორტში ტრანსფერი
  • განთავსება სასტუმროში, ქ. პორტმაგიში 3 ღამე/4 დღე და ქ. დუბლინში 1 ღამე/1 დღე. განთავსება მოხდება ერთ  ოჯახური ტიპის ნომერში, საუზმით;
  • ტური იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობდა „ვარსკვლავური ომების უკანასკნელი ჯედაის“ ეპიზოდის გადაღებები;
  •  სამოგზაურო დაზღვევა ;

კამპანიის ეტაპების განრიგი:

  • პირველი ეტაპი – 2017 წლის 20 ნოემბრიდან – 3 დეკემბრის ჩართვით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2017 წლის 11 დეკემბერს;
  • მეორე ეტაპი – 2017 წლის 4 დეკემბრიდან – 17 დეკემბრის ჩათვლით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2017 წლის 25 დეკემბერს;
  • მესამე ეტაპი – 2017 წლის 18 დეკემბრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის 16 იანვარს;
  • მეოთხე ეტაპი – 2017 წლის 20 ნოემბრიდან – 31 დეკემბრის ჩეთვლით, გამარჯვებული გამოვლინდება 2018 წლის 23 იანვარს;

მეტჯერ გადახდა = მოგების მეტი შანსი

კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებ გვერდი: mastercard.com/ge 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები