მეუფე შიო: უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს

უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენგანისთვის ეს არის საზარელი და სასტიკი ტრაგედია, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენგანისთვის ეს არის საზარელი და სასტიკი ტრაგედია. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები.

მე არ მაქვს ინფორმაცია და არ მგონია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავი ეკლესიას შეაფარა“,- განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები