“წითელ ხიდზე” აზერბაიჯანის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე გ.მ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები – საერთო წონა 43,36 გრამი აღმოაჩინეს.
როგორც „ კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,756.97 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5,756.97 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები