შტორმი ზღვაზე, ქარბუქი და თოვლი – ამინდის პროგნოზი

საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“6–8 დეკემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმი.
მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლი”, – აცხადებენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები