გრიგოლ ლილუაშვილი და სოფო კილაძე ხონის ქალთა კლუბის წევრებსა და „ფონდი სოხუმის” წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ქუთაისში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე,  ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ  ლილუაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ხონის ქალთა კლუბის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმის”, წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე,  ქალისა და მამაკაცის თანაბარ  როლზე საზოგადოებაში, გენდერული საბჭოების ფუნქციონირებაზე, ქვეყანაში გენდერული კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზასა  და კანონის აღსრულების მექანიზმებზე, ასევე სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმასა და ქალის უფლებებთან დაკავშირებულ  საკითხებზე ისაუბრეს.

„მსგავსი ფორმატის შეხვედრები აუცილებელია  და მე ყოველთვის მზად ვარ ნემისმიერი  საკითხის მოგვარებაში მხარი დაგიჭიროთ. მისასალმებელია, რომ ხონში  ქალბატონები აქტიურად არიან  ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს ფაქტი მახარებს. მხარს ვუჭერ ყველა ინიციატივას, საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ჩვენი საზოგდოების, სამოქალაქო ინსტიტუტების  სრულყოფისაკენ არის მიმართული”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართა სოფო კილაძემ და მათთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამთქვა. „ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება”, – განაცხადა მან.

შეხვედრა,  ხონის ქალთა კლუბის ინიციატივით,  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები