ლევან კობერიძე: “კვირიკაშვილის ფაქტორი”, როგორც მოიხსენიებდნენ უცხოელი ინვესტორები და პარტნიორები, რეალობაში იძლევა შედეგს

“კვირიკაშვილის ფაქტორი”, როგორც უცხოელი ინვესტორები და პარტნიორები მოიხსენიებდნენ, რეალობაში იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობამდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.
როგორც კობერიძემ ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა, საქართველოს დღეისათვის რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა აქვს და ეს არის მთავრობის გააზრებული და პროფესიონალურად მართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი
”გავიხსენებ, რომ “კვირიკაშვილის ფაქტორი”, როგორც მოიხსენიებდნენ უცხოელი ინვესტორები და პარტიორები, რეალობაში იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობამდე. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.7%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 29.4%-ით გაიზარდა და 2,203.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა”, – აღნიშნა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები