„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ენერგეტიკული პანელი გაიმართა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, „საქართვლოს ნავთობისა და გაზის კოპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვლმა, BP-ის რეგიონულმა დირექტორმა გერი ჯონსმა, Clean Energy Group Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდზეგმა და „ევროპის რეკონონსტრუქციისა და განვითრების ბანკის“ (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გამართულ ენერგეტიკულ პანელში მიიღეს მონაწილეობა და  დელეგატებს სიტყვით მიმართეს.

პანელის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოზე, როგორც საიმედო პარტნიორზე და მის როლზე საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში. მათ შორის ყურადღება გამახვილდა „თეთრი ნაკადისა“ და ტრანსკასპიური მილსადენის პროექტებზე.  ასევე, ისაუბრეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, „სამხრეთ კავკასიური მილსადენისა“ და „ბაქო-თბილისი სუფსის“ მილსადენების მნიშვნელობაზე.  აღნიშნული პროექტები ემსახურებიან კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით.

„საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის, მათ შორის სუფთა ენერგიების, რესურსების  რაციონალური ათვისებისა და გამოყენებისათვის. ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების მნიშვნელოვან განვითარებას.  ხელმისაწვდომობისა და ფასების თვალსაზრისით  განსაკუთრებით მიმზიდველია ჩვენი ჰიდრორესურები.  ამჟამად, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 4000 მგვტ-ზე  მეტი გენერაციის ობიექტი. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით აქტიურად ვაგრძელებთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაას, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად აკავშირებს მეზობელ  ქვეყნებთან. საქართველო აღმოსავლეთისა და დასაველთის გზაჯვარედინზეა, ეს კი გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ვიყოთ აბრეშუმის გზაზე ენერგეტიკული ხიდი.  ჩვენი მიზანია საქართველო  გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონური ჰაბი და ეს კი წარმოუდგენელია  მხარდაჭერის გარეშე. ამ  გზაზე გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონულ ვაჭრობის სფეროში.

ორდღიან ფორუმში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. ფორუმში ასევე მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი. ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები