დაჭრილ სამართალდამცველებს გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური მოინახულებენ

ისანში მდებარე რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცველები იმყოფებიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე იმყოფება.
სოფრომაძე სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, იგი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 4 სამართალდამცავი, საიდანაც ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს თანამშრომელია, სწორედ აღნიშნულ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები