ბექა ნაცვლიშვილი ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის მომხრეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე და კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე ისაუბრა.

„უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია. დეკრიმინალიზაცია ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, მოხმარების გამო, არ უნდა მიდიოდნენ საპყრობილეში. მე ამას ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას უფრო დავარქმევდი, ვიდრე დეკრიმილაიზაციას. ჩემი გადმოსახედიდან, ნარკოტიკის მოხმარება არ არის გართობა, ხშირ შემთხვევაში ეს არის დამოკიდებულება, რომელიც უფრო ავადმყოფობასთანაა ახლოს, ვიდრე გართობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ადამიანებს, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ჩამოშორდნენ მოხმარებას, მოახდინონ თავიანთი თავის რეაბილიტაცია და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად, დოზირებას ეხება. ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნულ კანონპროექტს ეთანხმება, მაგრამ თვლის, რომ ის დოზები, რაც ამ ეტაპზეა გაწერილი, უნდა შემცირდეს.

„აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად დოზირებას შეეხება, თუ რა მოცულობით უნდა იყოს დასაშვები, ანუ რა მოცულობა უნდა იყოს განსაზღვრული, როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ისე სხვა მიზნებისთვის და რეალიზაციისთვის. ძირითადად, ამაზეა მსჯელობა“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები