ბოლნისის სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით შერაზადიშვილმა დაათვალიერა

ბოლნისის სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ გოგი მეშველიანთან ერთად, მოინახულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის განვითარების ბანკის დაფინანსებით,  ბოლნისის სასმელი წყლის 2500 ტონიანი რეზერვუარის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოებს კომპანია „ჯავა“  ასრულებს, პროექტის დასრულება კი 2018 წლის თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება.

ბოლნისში სულ 5 რეზერვუარია, მათგან ორის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში ასევე აშენდა ახალი საქლორატორო ნაგებობა, რომელიც თანამედროვე ტიპის საქლორე მოწყობილობებით აღიჭურვება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები