ქუთაისში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში არსებულ ყველა სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზები და შიდა ბილიკები იწმინდება 

ქუთაისში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აქტიურად იწმინდება ქალაქში არსებულ ყველა სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზები და შიდა ბილიკები, ასევე, მიმდინარეობს სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

“სამუშაოები აღდგომამდე გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა სასაფლაო მოწესრიგდება.

ქუთაისში სულ 13 საქალაქო სასაფლაოა, რომლის გაწმენდასა და მოწესრიგებას შპს „ქართული ტრადიციები 2011“ ახორციელებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები