ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის სიგრძე 1 589 მეტრია.

“ამ ეტაპზე, ხორციელდება სანიაღვრისა და გზის საფუძვლის მოწყობა.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 400 ათას ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები