თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იქნება

თბილისის რიგით მეექვსე მოწვევის საკრებულოში ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იქნება.
როგორც ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკრებულოში ახალი ფრაქციებისა და კომისიების ფორმირება ხვალ მოხდება.
მისივე თქმით, პარასკევს საკრებულოს სხდომაზე მათი უფლებამოსილების საკითხი განიხილება.
ბექა დავითულიანის ინფორმაციით, პირველ სხდომაზე, უფლებამოსილების საკითხის გარდა, ბიუჯეტის პირველად ვარიანტს და სხვა მიმდინარე თემებს განიხილავენ.
”ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური და მასშტაბური გეგმები, რომლებიც წინასაარჩევნოდ უკვე გვქონდა წარდგენილი. ახალ მერთან და მერიასთან ერთად აქტიურად დავიწყებთ მათ აღსრულებას და განხორციელებას”, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები