გიორგი ალიბეგაშვილმა უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა

თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ, განცხადება გააკეთა.

„მე დღეს ვიხსნი ჩემს უფლებამოსილებას ძალიან მნიშვნელოვან  სამსახურში გადასვლის გამო, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისათვის, მისი ფუნდამენტური ღირებულებების დაცვისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყოფილ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა და ახლადარჩეული საკრებულოს წევრებს წარმატება უსურვა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში მე საკრებულოს თავმჯდომარეობის ძალიან საპატიო მისიას ვასრულებდი. მინდა მადლობა ვუთხრა  ჩემს ყოფილ კოლეგებს თანამშრომლობისთვის, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისის ახლადარჩეულ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც დღეს ავირჩევთ“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები