მიხეილ ჩხენკელი: ძალიან კარგი თაობა მოდის და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს

მთელს ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს მოვახმარ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„გამოწვევები ძალიან ბევრია. მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლების ხარისხის განვითარება იქნება მთავარი საკითხი. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ძალიან კარგი თაობა მოდის და მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ახალმა მინისტრმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები