ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების ახალ მინისტრს ორ გამოწვევას უტოვებს და რჩევებს აძლევს

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, უწყების ახალ ხელმძღვანელს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეჯელავამ განაცხადა, ახალ მინისტრს ორ მთავარ გამოწვევას უტოვებს.
”მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს არის ცენტრალური გამოწვევები”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების ყოფილმა მინისტრმა ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევაც მისცა.
”მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, სწორი მმართველობის თუ ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავვარდებით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები