თეა წულუკიანი გიორგი მღებრიშვილზე: მინახავს როგორ წუხდა თითოეული პოლიციელის დარღვეულ უფლებებზე

მინახავს როგორ ღელავდა და წუხდა თითოეული პოლიციელის დარღვეულ უფლებებზე,- აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებისას გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მღებრიშვილი ყველაფერს ცდილობდა იმისათვის, რომ სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებები პრიორიტეტი ყოფილიყო.
“ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ბატონ გოგასთან, მე ის მინახავს როგორ ღელავდა და წუხდა თითოეული პოლიციელის დარღვეულ უფლებებზე და ყველანაირად ცდილობდა ისეთი ინსტრუქციები ჰქონოდა ჩვენ სამართალდამცველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, რომ პრიორიტეტი ყოფილიყო ადამიანის უფლებები, რომ მოქალაქეებს ეგრძნო თავი დაცულად და ამავე დროს პოლიციელის ღირსებაც არ ყოფილიყო შელახული”,-აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები