საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის პირველ დღეს, ირაკლი კობახიძემ შეხვედრები ქვეყნის პარლამენტში გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, კალინ პოპესკუ ტარიჩეანუმ მიიღო.

ირაკლი კობახიძემ სენატის პრეზიდენტს რუმინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.

მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტებიც. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. ირაკლი კობახიძემ კალინპოპესკუ ტარიჩეანუს საკონსტიტუციო რეფორმა, მისი ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო. რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ რუმინეთისთვის საინტერესოა ქართული გამოცდილება.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევებიც. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

იმსჯელეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზეც. სენატის პრეზიდენტის განცხადებით, რუმინეთი აგრძელებს საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და მზადაა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის.

კალინ პოპესკუ ტარიჩეანუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუმინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთყველაზე აქტიურ გულშემატკივრად და ერთგულ მეგობრად.

რუმინეთის პარლამენტში გამართული შეხვედრები ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეფასა და აღნიშნა, რომ გამართულ შეხვედრებზე საუბარი ქვეყნებს შორის პოლიტიკურიდა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, კონკრეტულ ინიციატივებს შეეხო.

„ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული, რა თქმა უნდა, იმით, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრული ურთიერთობები, ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა და დარწმუნებულივარ, რომ ჩვენი მიზნები აუცილებლად იქნება განხორციელებული.

რუმინეთი არის ჩვენი ძალიან მყარი მხარდამჭერი, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხით, რაც დადასტურებულია არაერთი საპარლამენტო დოკუმენტითდა ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, და სპიკერებმა აღნიშნეს ეს, რომ რუმინეთი კვლავაც ძალიან აქტიურად დაგვიჭერს მხარს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის ასევე ძალიანმნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილების გაზიარება. ჩვენ დღეს ვართ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, ეს არის ის გზა, რომელიც რუმინეთმა უკვე გაიარადა ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ რუმინელ მეგობრებთან ამ კუთხით, მათ შორის, გავიზიარებთ ჩვენი რუმინელი მეგობრების გამოცდილებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები