ვიქტორ დოლიძის პირველი კომენტარი საკადრო ცვლილებებზე – “მივლინებაში ვარ, მინისტრებს ვხვდები”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო უკვე ყოფილი მინისტრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპაში ვიზიტით იმყოფება, საქართველოში მთავრობის საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
როგორც „კვირას“ ვიქტორ დოლიძემ ექსკლუზიურად განუცხადა, იგი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ნორმალურად აფასებს.
მისივე განცხადებით, იგი მიესალმება საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებს.
„ძალიან ნორმალურად შევხვდი ამ ცვლილებებს. მივესალმები საკადრო პოლიტიკას და ყველაფერი ნორმალურად წარიმართება. ჯერ შემოთავაზება არ მქონია, მე, ჩვეულებრივად, შეხვედრებს განვაგრძობ, მივლინებაში ვარ და ახლაც მინისტრს უნდა შევხვდე. ეს წუთია ერთ-ერთ მინისტრთან შეხვედრა დავასრულე და კვლავ შეხვედრა მაქვს. ხვალ დილით ჩამოვალ საქართველოში და დანარჩენ კომენტარს შემდეგ გავაკეთებ“ – განუცხადა „კვირას“ სერბეთში მყოფმა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფოს უკვე ყოფილი მინისტრი, სამუშაო ვიზიტით ევროპის ქვეყნებში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ დღეს ქვეყანაში მთავრობის საკადრო ცვლილების თანახმად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები