ალექსანდრე ჯეჯელავამ მუშაობა შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს

განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მომავალი საქმიანობა, შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალ მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა – ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება.
ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა, როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი და ძალიან ღირსეული ადამიანია“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები