ირაკლი კობახიძემ რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამართულ შეხვედრებზე ყურადღება ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე გამახვილდება.

„ვიზიტის ფარგლებში მრავალ საკითხზე გვექნება საუბარი, მათ შორის, ორმხრივ თანამშრომლობაზე. არის სერიოზული პერსპექტივა იმისა, რომ გავაღრმავოთ ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, ასევე, კავშირები სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი გვექნება მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ევროინტეგრაციაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები