გაგრძელდება თუ არა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა – რას აცხადებს განათლების ახალი მინისტრი

ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, – ასე უპასუხა განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კითხვას, გაგრძელდება თუ არა სკოლებში ვაშლების დარიგების პროცესი.
„ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ეს არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური, ფუნდამენტური მიდგომა და ამას განახორციელებს ჩვენი სამინისტრო“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები