მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს

ახალი მინისტრი ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადადგილებებზე საუბარი არ იქნება, ნამდვილად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები