ვატიკანში 2018 წლიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

2018 წლიდან ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა ოფიციალურად აიკრძალება, ეს გადაწყვეტილება რომის პაპმა მიიღო.
იტალიური გამოცემის „Reppublika“ განცხადებით, კათოლიკური ეკლესიის მსახურებს შორის მოწევა ფართოდაა გავრცელებული. „აკრძალვის შემოღების მიზეზი ისაა, რომ წმინდა საყდარი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ საქმიანობებთან, რომლებიც ჯანმრთელობისთვის აშკარად საზიანოა“, – განაცხადა რომის პაპის წარმომადგენელმა, გრეგ ბერკმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თამბაქოს მოხმარებისთვის, ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები